რეზერვაცია
595 33 38 33კერა — ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციას სიცოცხლე შერჩენილი აქვს და სტუმართმოყვარეობა სიმბოლოდ ქცეულია. აქ თითოეულ ნაბიჯში იგრძნობა წარსულის ძალა, ქვევრის სუნი და ოჯახური სითბო.
ჩვენი სივრცე აერთიანებს ქართულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, ავთენტურ სამზარეულოს, ქვევრის ღვინოს და ხალხური ორნამენტებით გაფორმებულ გარემოს. კერა — არის ამბავი, რომელსაც გიყვებიან სიმღერით, ღვინით და ღიმილით.
ეს არის სივრცე, სადაც დრო ჩერდება, და ტრადიცია ხელახლა იბადება — თითოეული სტუმრის გულში.
კერა ეთნო ჯგუფს გაჩნია საკუთარი მეურნეობა.კერას სამზარეულოში დამზადებული კერძები, სწორედ საკუთარ მეურნნეობაში ქიმიური საშვალებების გამოყენების გარეშე მოყვანილი პროდუქტებითაა შექმნილი.
კერას სამზარეულო სრულად დაქვემდებარებულია დარგობრივ და ტექნოლოგიურ სტანდარტებს. დანერგილია HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტი და სრულად დაცულია ჰიგიენური პროტოკოლები.
კერა გთავაზობთ 250 პერსონაზე გათვლილ საბანკეტო სივრცეს, ასევე ინდივიდუალურ, ღია და დახურული ტიპის სივრცეებს 2-დან 50 პერსონამდე, კერაში მოზარდებსა და მცირე ასაკის ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა უსაფრთხო გარემოში მოისმინონ და შეიგრძნონ ქართული ფოლკლორის და მუსიკის ტრადიციული მრავალხმიანობა
ხის ოდა — ტრადიციული იმერული არქიტექტურის ნიმუში, სადაც კულტურა და სიმშვიდე მჭიდროდ ერწყმის ერთმანეთს.
ძველი იმერული სოფლის სახე გაცოცხლდა ბეღელში, ბატკანში, ჯონეულსა და სითბოში — აღდგენილია ტრადიციული სოფლური ყოფა და ოჯახის კულტურული დანიშნულების ხედვა, რაც თითოეულ სტუმარს ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
მუზეუმის ეზო ასახავს ქართული სოფლის ყოფას — ბაღჩა, ჭა, თოხი, ურემი და ყოველდღიური ცხოვრების საგნები, რომლებიც ცოცხლად გადმოსცემს სოფლის ისტორიას.
გემრიელი ქართული და ევროპული საუზმე ყოველი დილისთვის.
ღია სივრცეში ბარბექიუს მოედანი და ყველა საჭირო ინვენტარი.
სუფთა და უსაფრთხო პარკინგი თქვენი ავტომობილისთვის.
სასურველი მომსახურება და კომფორტი ნომრიდან გაუსვლელად.
ქართული ჩაის ცერემონია და მასპინძლობა ადგილობრივ სტილში.
მაღალი სიჩქარის Wi-Fi ყველა ოთახსა და ეზოში.
ამ საოცარ ადგილას თითოეულმა წამმა მნიშვნელობა შეიძინა. კერა ნამდვილად გაცილებით მეტია, ვიდრე სასტუმრო — ეს არის თავშესაფარი ბუნებასთან ახლოს, სუფთა ჰაერითა და შინაურული სტუმარ-მასპინძლობით
სრული სიმშვიდე, ხის სურნელი და ჭურში დუღებული ღვინო... აქ ნამდვილად იგრძნობ იმ ერის ძალას, რომლის კულტურაზეც ისე ბევრს ვსაუბრობთ. მადლობა კერა!
სიტყვებით ვერ აღვწერ როგორი შთამბეჭდავი იყო ეს ადგილი. ყოველი დეტალი — ხის სახლიდან დაწყებული, ბუნებაში გატარებულ საღამომდე — იყო საოცარი გამოცდილება!
რეზერვაცია
595 33 38 33