Kera Ethno Group

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Kera Ethno Group-ში

კერა — ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციას სიცოცხლე შერჩენილი აქვს და სტუმართმოყვარეობა სიმბოლოდ ქცეულია. აქ თითოეულ ნაბიჯში იგრძნობა წარსულის ძალა, ქვევრის სუნი და ოჯახური სითბო.

ჩვენი სივრცე აერთიანებს ქართულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, ავთენტურ სამზარეულოს, ქვევრის ღვინოს და ხალხური ორნამენტებით გაფორმებულ გარემოს. კერა — არის ამბავი, რომელსაც გიყვებიან სიმღერით, ღვინით და ღიმილით.

ეს არის სივრცე, სადაც დრო ჩერდება, და ტრადიცია ხელახლა იბადება — თითოეული სტუმრის გულში.

Kera Ethno Entrance
Kera Ethno Group • კერა ეთნო ჯგუფი
მუზეუმი - სანადიმო - საცხოვრისი
რას გთავაზობთ

რას გთავაზობთ

ღვინის მარანი
დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით შექმნილი 8000 წლის წინ დაწყებული ქართული ღვინის წარსულის ქრონიკები,"კერა" ტრადიციული თიხის, კერამიკული ქვევრების სისტემაზე დაფუძნებული სივრცეა, რომელიც გაერთიანებულია როგორც კულტურულ, ისე კომფორტულ გარემოში. მისი კონცეფცია შთაგონებულია XII საუკუნის ქართული მარნების არქიტექტურით და სულიერებით.
ღვინო
კერა მასტერკლას ზონა
კერა გთავაზობთ ქართული ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასებს
ეკო სივრცე
განსაკუთრებული სერვისი "კერა საცხოვრისი"
„კერა საცხოვრისი“ — ეს არის მყუდრო და ავთენტური საცხოვრებელი სივრცე, სადაც სიმშვიდე, ტრადიცია და ქართული სტუმართმოყვარეობა ერთიანდება. თიხის არქიტექტურა, ბუნებრივი მასალები და ისტორიული ატმოსფერო ქმნის გარემოს, სადაც დასვენება ნამდვილ განცდად გადაიქცევა.
კერა სერვისი
სერვისები

დილის საუზმე

გემრიელი ქართული და ევროპული საუზმე ყოველი დილისთვის.

ბარბექიუ ზონა

ღია სივრცეში ბარბექიუს მოედანი და ყველა საჭირო ინვენტარი.

პარკინგის ადგილი

სუფთა და უსაფრთხო პარკინგი თქვენი ავტომობილისთვის.

ოთახის სერვისი

სასურველი მომსახურება და კომფორტი ნომრიდან გაუსვლელად.

ტრადიციული სტუმრობა

ქართული ჩაის ცერემონია და მასპინძლობა ადგილობრივ სტილში.

უფასო ინტერნეტი

მაღალი სიჩქარის Wi-Fi ყველა ოთახსა და ეზოში.